Belive

ზინედინ ზიდანი: "წამგებიან პოზიციაში ვართ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია მადრიდის "რეალისა" და "ბრიუგეს" დაპირისპირება გამოდგა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფრედ - 2:2 დასრულდა. "სამეფო კლუბმა" ისტორიაში პირველად, უპრესტიჟულეს ტურნირზე საწყისი 2 შეხვედრა ვერ მოიგო და ანტი-რეკორდიც აჩვენა, ყველაფერ ამაზე "ბლანკოსების" დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა ისაუბრა. "მატჩის შედეგი ცუდია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა გაშვებული გოლების შემდეგ სწორი რეაგირება მოახდინეს. პირველი ტაიმის შედეგით კმაყოფილი ვერანაირად ვიქნები. ჩემს გუნდს საწყისი 45 წუთი ასე ცუდად არასდროს ჩაუტარებია. პირველი გოლი კურიოზული იყო. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ და მეტოქე არასათანადოდ შევაფასეთ. შესვენებაზე გუნდი მოსაგებად განვაწყვე და ბიჭებმაც ამ მიზნის მისაღწევად თამაში დაიწყეს. მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. შეგვეძლო მოგვეგო, თუმცა ქულითაც კმაყოფილი ვარ. მართალია, წამგებიან პოზიციაში ვართ, თუმცა ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ",-თქვა ზიდანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე. ტურნირის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ორი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

სხვა სტატიები