Belive

ნისლიანი ალბიონი - ზინედინ ზიდანის ახალი გამოწვევა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
L’equipe-ს ცნობით ზინედინ ზიდანი დაინტერესებულია პრემიერ ლიგაში საკუთარი ძალების გამოცდით, მისი მთავარი სამიზნე კი ჟოზე მოურინიოს ჩანაცვლება და მანჩესტერის ჩაბარებაა. ზიზუ L’equipe-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერ ლიგა მისი ერთერთი საყვარელი ჩემპიონატია. 46 წლის ფრანგი სპეციალისტის 3 წლიანი ტრიუმფალური ისტორიის შემდეგ რეალში, იყო სხვადასხვა მოსაზრებები მისი კარიერის შემდგომი გაგრძელების შესახებ, არსებობდა ვარაუდი ზიზუს იტალიაში, კერძოდ კი - იუვენტუსში გადასვლის შესახებ თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა. ზიზუს დაინტერესება მანჩესტერისადმი მაუწყებელია იმ ფაქტის, რომ მოურინიოს მოღვაწეობა ინგლისურ კლუბში დასასრულს უახლოვდება. ყველასათვის საინტერესოა თუ რა რეაქცია ექნება პორტუგალიელ სპეციალისტს ამ სიახლესთან დაკავშირებით. ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილება 1 წლიანი პაუზის აღება აღმოჩნდა, რაც მას კარგი დასვენებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მშვიდ გარემოს შეუქმნის.

სხვა სტატიები