Belive

ზინედინ ზიდანმა ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდა, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავი სამწვრთნელო კარიერით დაიკვეხნის, ლეო მესის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს. ზინედინ ზიდანის მტკიცებით, მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე უნახავს.
"ლეო მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს. ის საუკეთესო დრიბლერი, დამაგვირგვინებელი და პლეიმეიკერია", - აღნიშნა ზიდანმა. 
შეგახსენებთ, ზიდანის მეთაურობით "სამეფო კლუბი" ორჯერ ლა ლიგის ჩემპიონი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. 2021 წლის 27 მაისს, ზიდანმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მეორეთ დატოვა.  

სხვა სტატიები