Belive

ზიულე: ,,ბაიერნში ვერ ვგრძნობდი ისეთ პატივისცემას, როგორსაც ვიმსახურებდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეულმა, ნიკლას ზიულემ, განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნში" სათანადო პატივისცემით არ ეპყრობოდნენ:
,,მიუნხენურ გრანდში თამაშისას, ჩემი სპორტული წარმატებების მიუხედავად, ყოველთვის ვერ ვგრძნობდი ისეთ პატივისცემას, როგორსაც, ჩემი აზრით, ვიმსახურებდი. როცა "ბორუსიასთან "მოლაპარაკებები დავიწყე, მაშინვე ვიგრძენი, რომ პატივს მცემდნენ,'' - ზიულეს სიტყვებს Bayern & Germany-ს ტვიტერის გვერდი ციტირებს.
ზიულემ "ბაიერნში" 5 სეზონი გაატარა და მიუნხენურ გრანდთან ერთად გერმანიის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა. 26 წლის მცველმა, ასევე, გერმანიის თასი (ორჯერ), სუპერთასი (ოთხჯერ), ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები