Belive

ზიულე: ,,ვაღიარებ, რომ ჰამბურგერი და ლუდი მიყვარს, როგორ ფიქრობთ, სხვები ასე არ იკვებებიან?''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის ,"ბორუსიას'" ახალწვეულმა, ნიკლას ზიულემ, მის მიმართ არსებულ კრიტიკას უპასუხა:
,,ზარმაცი რომ ვიყო, მძიმე ტრავმის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვერ მოვემზადებოდი. ადამიანები, რომლებიც ამაზე საუბრობენ, ხედავენ მხოლოდ ისეთ ზიულეს, რომელიც გულწრფელად აღიარებს, რომ ჰამბურგერი უყვარს და ლუდს სვამს... და, რა? როგორ ფიქრობთ, სხვა პროფესიონალი მოთამაშეები ასე არ იკვებებიან? ისინი უბრალოდ ამაზე არ საუბრობენ,'' - ზიულეს სიტყვებს Bild-ი ციტირებს.
ზიულე გასული სეზონის დასრულების შემდეგ, "ბორუსიას'" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მცველმა ახლახან განაცხადა, რომ "ბაიერნში" სათანადო პატივისცემით არ ეპყრობოდნენ. გერმანელმა ბაიერნში 5 სეზონი გაატარა და მიუნხენურ გრანდთან ერთად ბუნდესლიგის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა. 26 წლის ფეხბურთელმა, ასევე, გერმანიის თასი (ორჯერ), სუპერთასი (ოთხჯერ), ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები