რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Bleacherreport-მა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ შვედი ფორვარდი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანის” წინადადებას დათანხმდა და ძალიან მალე უკვე ოფიციალურად მოირგებს იტალიური კლუბის მაისურს. იგი რამდენიმე საათში უკვე ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს.
Zlatan Ibrahimovic has agreed a deal to return to AC Milan, per @DiMarzio pic.twitter.com/spYjwlQ7Rr
— B/R Football (@brfootball) December 26, 2019
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია, თუმცა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იბრა “მილანში” დაბრუნდა.