Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები უკვე კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ - 40 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება დღეს ცნობილი გახდა, რომ იბრაჰიმოვიჩი მუხლზე ჩატარებული ოპერაციის გამო, გუნდს 7-8 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ზლატანმა გასულ სეზონში ,,მილანის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. შვედს ,,როსონერისთან'' ამჟამინდელი ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება.

სხვა სტატიები