Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოფილ გუნდში ბრუნდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანის" მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა. მათი ცნობით შვედი ფორვარდი იტალიურ კლუბს 2019 წლის იანვრიდან შეუერთდება. ზლატანი ამჟამად "ლოს ანჯელეს გალაქსის" ღირსებას იცავს, მას ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. იტალიურმა გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ იბრაჰიმოვიჩი ელოდება "მილანის" სპორტული დირექტორის ლეონარდო არაუჟოს პასუხს, რომლის გარეშეც შეთანხმება ბოლომდე ვერ მიიღწევა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "როსონერის" მესვეურები აქტიურად არიან ჩართული ზლატანის გუნდში დაბრუნების პროცესში. შეგახსენებთ, ზლატანი "მილანის" რიგებში 2010/12 წლებში ირიცხებოდა, სადაც მან 85 თამაშში 56 გოლის გატანა მოახერხა.  

სხვა სტატიები