Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მივა ვირუსთან..."

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვედმა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან შემდეგი რამ განაცხადა: "იტალიას დიდ პატივს ვცემ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ბევრი კარგი და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები სწორედ აქ გავატარე, სწორედ ამიტომ მინდა, რომ იტალიელ ხალხს ეს სიკეთე უკან დავუბრუნო. გადავწყვიტე წამოვიწყო აქცია და შევქმნა ფონდი, რითიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვიბრძოლებ. თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მივა ვირუსთან". ზლატანი იტალიის საავადმყოფოებისა და ექიმების დასახმარებლად თანხის შეგროვებას იწყებს. ის კოლეგებსა და გულშემატკივრებს აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

სხვა სტატიები