Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ვბერდები, მაგრამ გონება მიახალგაზრდავდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ, შვედეთის ნაკრების ლეგენდამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სამშობლოში, ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის, ბათუმში გამომგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.
"კარგი შეგრძნებაა, რომ ბოლოს და ბოლოს დავბრუნდი. რთული იყო ამ პერიოდის გამოტოვება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე უბრალოდ არ ვიყავი 100 პროცენტით მზად დასაბრუნებლად.  მართალია ასაკი მემატება და ვბერდები, მაგრამ ახლა უკეთ მესმის ჩემი სხეული. სხეულისთვის ასაკის მატების პარალელურად, ჩემი გონება ახალგაზრდავდება და მოედანზე უკეთესად ვმოქმედებ", - თქვა 40 წლის თავდამსხმელმა.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს ბათუმში, 11 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები