Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუ მწვავედ გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლოს-ანჯელეს "გალაქსის" შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კრიშტიანუ რონალდუზე საინტერესო განცხადება გააკეთა.  ზლატანმა რონალდუ გააკრიტიკა და არასწორი გადაწყვეტილებისკენ მიუთითა.
"რონალდუ ახალ გამოწვევებზე საუბრობს. ის გამოწვევას ეძახის გუნდში გადასვლას და სერია ა-ს მოგებას. რამდენიმე წლის წინ რატომ არ გადავიდა სერია ბ-ში, გამხდარიყო ჩემპიონი და დაბრუნებულიყო სერია ა-ში? აწყობილ გუნდში გადასვლა არ არის გამოწვევა" - აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ტურინის "იუვენტუსში" 2004-06 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები