Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩს კარიერის მანძილზე უამრავ გამორჩეულ ფეხბურთელთან უთამაშია. შვედს ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორიცაა "აიაქსი", "იუვენტუსი", "მილანის ინტერი", "მილანი", "ბარსელონა", "პარი სენ-ჟერმენი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". გამომდინარე იქიდან, რომ ის უამრავ დიდ კლუბში თამაშობდა, ზლატანს, რომელიც თავადაც ერთ-ერთი საუკეთესოა, შესაშური თასების კოლექცია აქვს. შვედმა ლეგენდამ მოიგო ტიტულები იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში, ხოლო 2016/17 წლებში "იუნაიტედთან" ერთად  ევროპის ლიგის გამარჯვებულიც გახდა. მის კოლექციას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის თასი აკლია და თუ "მილანი" არ გააოცებს მსოფლიოს ამ ტურნირის მოგებით, ზლატანს გაუჭირდება ამ თასის კოლექციაში დამატება. ამის მიუხედავად, ცუდი არ არის 40 წლის ასაკში ამ დონეზე თამაშობდე  და ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდად ითვლებოდე. იბრაჰიმოვიჩს სთხოვეს დაესახელებინა საუკეთესო თერთმეტეული, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა იმ მოთამაშეებით, ვისთან ერთადაც მას უთამაშია. ზლატანს იმდენ ლეგენდარულ ფიგურასთან ერთად უთამაშია, რომ ანდრეა პირლო, ტიერი ანრი და კარლეს პუიოლი ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ. რა თქმა უნდა, იბრას საუკეთესო შემადგენლობაში საკუთარი თავის დასახელება არ დავიწყებია, ეს ხომ ზლატანია! ბოლოს და ბოლოს, ეს არის ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ საუკეთესოა მსოფლიოში და აქვს იგივე თვისებები, რაც მესის და რონალდუს.
"ღრმად მწამს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ" - თქვა ზლატანმა France Football-თან ინტერვიუში.

ზლატანის საუკეთესო თერთმეტეული:

  მეკარე | ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი") მარჯვენა მცველი | ლილიან ტურამი ("იუვენტუსი") ცენტრალური მცველი | ტიაგო სილვა ("მილანი', 'პსჟ") ცენტრალური მცველი | ალესანდრო ნესტა ('მილანი") მარცხენა მცველი | მაქსველი ("ინტერი", "ბარსელონა", "პსჟ") ცენტრალური ნახევარმცველი | ჩავი ერნანდესი ("ბარსელონა") ცენტრალური ნახევარმცველი | პატრიკ ვიეირა ("იუვენტუსი და ინტერი") ცენტრალური ნახევარმცველი | პაველ ნედვედი ("იუვენტუსი") მარჯვენა შემტევი | ლიონელ მესი ("ბარსელონა") თავდამსხმელი | ზლატან იბრაჰიმოვიჩი მარცხენა შემტევი | რონალდინიო ("მილანი")    

სხვა სტატიები