ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ევროპა ლიგაზე “მილანი” “ბოდო-გლიმტს” დაუპირისპირდება, იტალიური გუნდის ფეხბურთელებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ. იტალიური მედიის ცნობით, სწორედ ამ ტესტირებისას 38 წლის შვედის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ჯერჯერობით უცნობია, დაინფიცირდნენ თუ არა “მილანის” სხვა წევრები.

(42)

ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა

სტატიის ავტორი
-