Belive

ზლატანი: „ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, ევროპაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ“ 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ გამორიცხავს, რომ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდეს. გამოცდილი შვედი ფორვარდი მიიჩნევს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში წარმატებით გამოსვლა. „ისევ ვითამაშებდი თუ არა სერია A-ში? დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნარ-ჩვევა მაქვს იმისთვის, რომ იტალიის ან სხვა მაღალი დონის ჩემპიონატში ვითამაშოთ. მე იქ უფრო კარგად ვითამაშებ, ვიდრე ამას დღეს ბევრი ახლგაზრდა აკეთებს. ჩემი კონტრაქტი ამერიკაში დეკემბრის ბოლოს იწურება, მერე კი ვნახოთ“,-თქვა იბრამ. „ბარსელონას“ „ინტერის“, მილანის“, „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „პსჟ-ს“, „მალმიოს“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი MLS-ში 2018 წლის მარტში გადაბარგდა და მას მერე „ლოს ანჯელეს გალაქსის“ მაისურით ჩატარებულ 56 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.

სხვა სტატიები