Belive

ზლატანი: ,,ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია, უფრო ცუდ ფეხბურთელად არ მაქცევს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, France Football-თან საუბარში, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ვერმოგებაზე არ ნერვიულობს:
- რამეს ნანობთ? - არა! ყველაფერი რაც ცხოვრებაში მოხდა, უნდა მომხდარიყო. - არც ჩემპიონთა ლიგის ვერმოგებას? - ფიქრობთ, რომ ლიგის მოგების შემთხვევაში უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი? - სულაც არა... ეს ტურნირი ბრაზილიელ რონალდოსაც არ მოუგია... - ასეა. რომ მომეგო, შესანიშნავი იქნებოდა. თუმცა, არ მომიგია და ეს უფრო ცუდ ფეხბურთლად არ მაქცევს... ზოგი ამბობს: ,,ზლატან, შენ მსოფლიო ჩემპიონატი არ მოგიგია, ამიტომ ცუდი ფეხბურთელი ხარ!'' კარგი... მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ფრანგისთვის უფრო იოლია, ვიდრე - შვედისთვის. ჩემპიონთა ლიგას რომ დავუბრუნდეთ, რაც უფრო დიდი ხანი ელოდები გამარჯვებას, მისი მოპოვება მით უფრო სასიამოვნოა, არა? მე მიზნები ისევ მაქვს. საკლუბო დონეზე ამ ტურნირის გარდა ყველაფერი მოვიგე, მაგრამ არ ვდარდობ, რადგან სხვებზე ბევრი გავაკეთე. ბედნიერი ვარ.
იბრაჰიმოვიჩმა გასულ სეზონში ,,მილანის” მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. 39 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო 9 მაისის შემდეგ არ უთამაშია.  

სხვა სტატიები