Belive

ზლატანი იტალიაში უფრო რეალურია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ევროპაში დაბრუნების შანსი კიდევ უფრო იზრდება. ამერიკული მედია საშუალებები შვედი თავდამსხმელის "ლოს ანჯელეს გალაქსიდან" წასვლის შესახებ წერენ და მას იტალიის ჩემპიონატს, კერძოდ კი "მილანს" უკავშირებენ. ყოფილ კლუბსა და 38 წლის თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებების პროცესი უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ზლატანი შეთავაზებულ პირობებზე თანახმაა, "როსონერის" "ატალანტასთან" გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ კი კლუბის დაინტერესება ფორვარდის დამატებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაიზარდა. "იბრა" მილანში 2010-12 წლებში თამაშობდა და ამ დროში ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლის გატანა მოახერხა. იბრაჰიმოვიჩი "შავ-წითლებთან" ერთად სკუდეტოსა და იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. MLS-ის წინა სეზონში, ზლატანმა 31 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასიც მიითვალა. "აიაქსის", "ბარსელონას", "იუვენტუსის", "ინტერის", "პსჟ-ს" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელის დამატება "ევერტონს", "ნაპოლის" და სერია C-ში მოთამაშე რამდენიმე გუნდსაც სურს.

სხვა სტატიები