Belive

ზლატანი ჯვაროსნების წინააღმდეგ | იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში გამოიძახეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებს დაუბრუნდა. ის გუნდს მარტში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში დაეხმარება. როგორც იცით, შვედები B ჯგუფში ესპანეთის, საბერძნეთის, კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. სწორედ შვედეთის ნაკრებთან გამართავს ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ 39 წლის ზლატანმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ "მილანის" გამოცდილმა თავდამსმხელმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. როგორც ცნობილია, შვედების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ნაკრებში დაბრუნება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც სურდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა მაშინ იბრაჰიმოვიჩი არ გამოიძახა. მიმდინარე სეზონში ზლატანს "მილანის" მაისურით 21 მატჩში 16 გოლი და 2 ასისტი აქვს. საქართველოსა და შვედეთს შორის შეხვედრა 25 მარტს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე გაიმართება.

Zlatan är tillbaka i landslaget! 🔥🇸🇪 #viärsverigePosted by Svensk fotboll on სამშაბათი, 16 მარტი, 2021

სხვა სტატიები