Belive

ზლატანი მანჩესტერ იუნაიტედში ბრუნდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების თაობაზე ხმები სულ უფრო ხშირად ისმის. "წითელი ეშმაკები" 13 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან, რაც მათი გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს. უკანასკნელ დღეებში, გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდები ზლატანის შესაძლო დაბრუნების შესახებ სპეკულირებენ. თავად შვედი ფორვარდის კომენტარმა კი სიტუაცია კიდევ უფრო ჩახლართა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, იბრაკადაბრამ საინტერესო კომენტარი გააკეთა და შეიძლება ითქვს, რომ ჟოზე მოურინიო დაიცვა. "მიმაჩნია, რომ მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" იდეალური მწვრთნელია. მენეჯერი მაშინ აღწევს წარმატებას, როდესაც გუნდიც ხელს უწყობს. მანჩესტერელებს მძიმე სტარტი ჰქონდათ, ჟოზეს კი სასწაულების ჩადენა არ შეუძლია. ვგრძნობ, რომ გუნდი პროგრესირებს და უკეთეს ფორმაში შედის", - აღნიშნა ზლატანმა. შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ლოს-ანჯელეს გალაქსის" ღირსებას იცავს. MLS-ში, "გალაქსის" მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში, ზლატანმა 21 გოლი გაიფორმა.

სხვა სტატიები