Belive

ზლატანი: "მეტოქეს ზედმეტად ვაფასებდით, ისინი მეტი წნეხის ქვეშ უნდა მოგვექცია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სტოქჰოლმში, შვედეთის ეროვნულ გუნდთან მარცხით – 0:1 დაიწყო. მატჩის დასრულების შემდეგ, მეტოქე გუნდის სუპერვარსკვლავმა და გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შეხვედრა შეაფასა და "ჯვაროსნების" შესახებაც ისაუბრა.
"თითქოს რაღაც დაგვაკლდა და ადვილი მატჩი ნამდვილად არ გვქონია. მეტოქეს ზედმეტად ვაფასებდით, ისინი უფრო მეტი წნეხის ქვეშ რომ მოგვექცია, მეტი საგოლე ეპიზოდი გვექნებოდა. მთავარია, რომ მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. გუნდის სათამაშო სისტემაში მე ახალი ვარ და ამ სისტემას ნელ-ნელა ვეგუები. ვფიქრობ, დღეს ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. თუ ამ კომპონენტს გამოვასწორებთ, შეტევაშიც უფრო სახიფათოები ვიქნებით. თუმცა, მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვქონდა და ასეთ მოკლე დროში იდეალურად მზად ყოფნა ადვილი არ არის", - თქვა 39 წლის თავდამსხმელმა.
საქართველოს ნაკრები მეორე ტურში, ესპანეთს, "დინამო არენაზე", 28 მარტს დაუპირისპირდება, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მას 15 000 ქომაგი დაესწრება.  

სხვა სტატიები