Belive

ზლატანი: "ნიუ-იორკს თავისუფლების ქანდაკება აქვს, შვედეთს - იბრაჰიმოვიჩის"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის მანძილზე მიღწეული წარმატებისათვის, შვედეთის ქალაქ მალმოში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ძეგლი დადგეს. მშობლიურ ქალაქში ზლატანის ძეგლის დადგმას უამრავი ადამიანი დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით, შვედმა ვარსკვლავმა ხუმრობით განაცხადა: "როდესაც ნიუ-იორკში ჩადიხარ თავისუფლების ქანდაკებას ხედავ, შვედეთში - ზლატან იბრაჰიმოვიჩის."
1

სხვა სტატიები