Belive

ზლატანი ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან ახლოსაა - იტალიელების ოცნების ფეხბურთელი 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. გამოცდილ შვედ თავდამსხმელს "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, პარალელურად კი მისი დაბრუნებით ყოფილი კლუბი - "მილანია" დაინტერესებული. მას მერე, რაც 38 წლის ფეხბურთელის გუნდი MLS-ის ფლეი-ოფში დამარცხდა და სეზონი დაასრულა, ზლატანმა ამერიკის დატოვებაზე მიანიშნა და თქვა, რომ ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ ზლატანის დაბრუნების სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს, თუმცა "მილანი" ამ მხრივ ლიდერობს. თანაც, "შავ-წითლების" სპორტულმა დირექტორმა პაულო მალდინიმ თქვა, რომ ზლატანი მათი ოცნების ფეხბურთელია. იბრაჰიმოვიჩი "მილანში" 2010 წელს, "ბარსელონადან" გადავიდა, 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა, სერია A და იტალიის სუპერთასი მოიგო. იბრას, "მილანის" და "ბარსელონას" გარდა, ისეთ ევროპულ გრანდებში უთამაშია, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი", "იუვენტუსი", "პსჟ" და "აიაქსია".

სხვა სტატიები