Belive

ზლატანი, რონალდუ, სუარესი - ურუგვაელი შემტევის ფენომენალური შედეგი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, "ხეტაფე" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. "ხეტაფეს" კარში გატანილი ორივე გოლის ავტორად ლუის სუარესი მოგვევლინა, რომელმაც ფენომენალური შედეგი დააფიქსირა და რონალდუსა და იბრაჰიმოვიჩს შეუერთდა. ურუგვაელმა შემტევმა "ხეტაფეს" კარში პირველი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა. აღნიშნული გოლის გატანის შედეგად, ლუის სუარესმა კარიერის უმნიშვნელოვანეს ნიშნულს მიაღწია. მსგავსი მიღწევა დღემდე მხოლოდ ორ ფეხბურთელს (კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი) ეთვლებოდა პირად აქტივში. ლუის სუარესმა მატჩის ყველა წუთში, 1-დან 97-ის ჩათვლით შეძლო მინიმუმ 1 გოლის გატანა.

სხვა სტატიები