Belive

ზლატანი: "სერია A-ს მოსაგებად, ბოლო 6 თვე ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

11 წლის შემდეგ, მილანმა სერია A პირველად მოიგო. ტრიუმფამდე სვლის ერთ-ერთი მთავარი, მამოძრავებელი ძალა ზლატან იბრამივიჩი გახლდათ. თუმცა შვედი ფეხბურთელის თქმით, მიზნამდე სვლა ძალიან მტკივნეული იყო. No pain, no gain - ტკივილის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. შვედმა თავდამსხმელმა სოციალურ მედიაში გაამხილა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გარეშე ითამაშა.

"გავიკეთე 20-ზე მეტი ინექცია. მუხლს კვირაში ერთხელ ვისუფთავებდი. ყოველდღე ტკივილგამაყუჩებლებს ვიღებდი. ტკივილი ღამით არ მაძინებდა. მოედანზე და მის მიღმა - ამდენი არასოდეს მიწვალია. გავაკეთე შეუძლებელი, რომ შესაძლებელისთვის მიმეღწია. გონებაში მხოლოდ ერთი ამოცანა მქონდა: ჩემი მწვრთნელი და თანაგუნდელები იტალიის ჩემპიონები უნდა გამხდარიყვნენ - ეს კი იმიტომ, რომ პირობა შემესრულებინა", - აღნიშნა ზლატანმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Zlatan Ibrahimović (@iamzlatanibrahimovic)


სკუდეტოს მოგების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი ლიონში გადაფრინდა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. "მილანის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებით განხორციელდა და რომ ზლატანს რეაბილიტაციისთვის 7-8 თვე დასჭირდება. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას განცხადებით, მძიმე ტრავმის და ხანგრძლივი აღდგენითი პროცესის მიუხედავად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიურ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩება. მისივე თქმით, მხარეები უკვე კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ – 40 წლის ფეხბურთელის ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება.

ასევე იხილეთ: გზა გაბანკროტების საფრთხიდან ჩემპიონობამდე | მილანის ჩემპიონობის მიღმა დამალული დეტალები

სხვა სტატიები