Belive

ზლატანი სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანში" დაბრუნდება კიდევ უფრო რეალური ხდება. შვედი თავდამსხმელის მიერ "ლოს ანჯელეს გალაქსის" დატოვების შემდეგ, იბრა არაერთ იტალიურ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ყველაზე ხშირად "როსონერის" სახელი ჟღერდება. ამჯერად, Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ზლატანის მეუღლე ელენას სწორედ დიზაინის დედაქალაქში დაბრუნება სურს. პარალელურად, "ბოლონია" იბრაჰიმოვიჩის დამატებას ყველა შესაძლებლობით ცდილობს, მათ შორის გუნდის მთავარი მწვრთნელის სინიშა მიხაილოვიჩისა და 38 წლის ფორვარდის მეგობრული ურთიერთობის გამოყენებით. ამჟამად, "მალმიოს", "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონას", "მილანის", "პსჟ-ს" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი თავისუფალი აგენტია. წინა სეზონში, ზლატანმა MLS-ში 31 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები