ზლატანი – თავს ბენჟამინ ბატონივით ვგრძნობ, ყოველდღიურად ვახალგაზრდავდები

39-წლის შვედმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და “მილანში” დაბრუნება ისურვა.

ზლატანის დაბრუნების შემდეგ, “როსონერი” ბრწყინვალედ ასპარეზობს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში “მილანი” პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს 5-ქულიანი უპირატესობით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა დავას სათავეში 39-წლის შვედი ფორვარდი უდგას.

“მილანში დაბრუნებისას დასმული პირველივე კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: ყველა ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც კლუბში დაბრუნდა, ძველებურ დონეზე ვეღარ თამაშობს. რა განსხვავებაა ჩემს შემთხვევაში? პასუხი მარტივია – ფეხბურთის სიყვარული და ვნება არასდროს დამიკარგავს. ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ ვემსგავსები პატარა ბავშვს, რომელიც ტკბილეულს პირველად აგემოვნებს. ვაცნობიერებ, რომ ბურთი ჩემი საუკეთესო მეგობარია, რომელთან ყოფნაც ცხოვრების ბოლომდე მსურს.

“ცხოვრება მუდმივი გამოწვევაა. კარიერის დასრულებაზე სერიოზულად ვფიქრობდი. “მილანში” დაბრუნება ჩემთვის უდიდესი გამოწვევა იყო. უდიდესი გამოწვევა იყო გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის დაბრუნება და ფეხბურთელებისთვის იმის ახსნა, თუ რას წარმოადგენს “მილანი”.

“როდესაც ვთამაშობ მოედანზე ჩემი პიროვნული თვისებების, შესაძლებლობებისა და კლასის დემონსტრირებას ვცდილობ. ჩემი თანაგუნდელები მუდმივ წნეხში მყავს. მათგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ.

“ზოგიერთი ამ ყველაფერს კარგი გაგებით ხვდება, ზოგს უჭირს, ზოგს კი არ გამოსდის. როგორც ვარჯიშობ – ისე თამაშობ. ამიტომ მათგან თავგანწირვას ვითხოვ. მნიშვნელობა არ აქვს ახალგაზრდაა თუ გამოცდილი ვეტერანი – მოედანზე ყველას თანაბრად ვთხოვ. პასუხი ყველას შემთხვევაში ერთია: თუ აქ ხარ ამას თავისი მიზეზი აქვს – საკმაოდ კარგი ხარ და იმსახურებ აქ ყოფნას.

“მოედნის მიღმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს სხვანაირად ვესაუბრები და მატთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მოედანზე ჩემთვის ყველა თანასწორია. არასდროს ვარ კმაყოფილი, ყოველთვის მეტი მსურს და შესაძლოა ამიტომაც ვარ აქ და ვთამაშობ ასეთ დონეზე.

“წარსულში და აწმყოში არ შევხვედრილვარ ბევრ ფეხბურთელს, რომლებიც ჩემს დონეზე ასპარეზობენ. თავს ბენჯჟამინ ბატონივით ვგრძნობ- ყოველდღიურად ვახალგაზრდავდები”, – აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

(112)

ზლატანი – თავს ბენჟამინ ბატონივით ვგრძნობ, ყოველდღიურად ვახალგაზრდავდები

სტატიის ავტორი
-