ზლატანის მომდევნო კლუბის ვინაობა ცნობილია

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოჩი “მილანს” დატოვებს. შვედი ფორვარდი კარიერას “ჰამარბიში” განაგრძობს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა – “როსონერის” მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში კი 4 გოლის გატანა შეძლო.  Sky Sports Italia-სა და Football Italia-ს მტკიცებით, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი 31 აგვისტოს იწურება, რის შემდეგაც იგი “ჰამარბის” შეუერთდება.

“როსონერის” რიგებში ზლატანმა ყველა ტურნირზე 96 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა. 2010-11 წლების სეზონში, ზლატანი “მილანთან” ერთად სერია ა-ს გამარჯვებული გახდა.

38 წლის შვედი ფორვარდი “ჰამარბის” წილის მფლობელია – კორონავირუსის პანდემიის დროს, ლატანი “ჰამარბის” ბაზაზე ვარჯიშობდა.

 

(97)

ზლატანის მომდევნო კლუბის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-