Belive

ზლატანმა ჰარი კეინის მომავალზე განცხადება გააკეთა და ტოტენჰემის ფანების რისხვა დაიმსახურა!

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ჰარი კეინი ამჟამად შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, "ტოტენჰემი" და მაურისიო პოჩეტინო მასზე დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩს მასზე სულ სხვა აზრი აქვს:

"როდესაც მე ინგლისში ვიყავი, მე ვნახე მისი თამაში. ვფიქრობ ის კარგი თავსამსხმელია. ის კიდევ ვითარდება და უფრო და უფრო უმატებს. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ დიდ კლუბში ასპარეზობა ძალიან განსხვავებულია, ტოტენჰემის დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ნორმალურ" გუნდში ასპარეზობისგან. მას ეს შეუძლია. უბრალოდ სჭირდება რომ ეს ნაბიჯი გადადგას და ხალხი მას როგორც გამარჯვებულს ისე დაიმახსოვრებს. ამიტომ თუ მას უნდა რომ გაიმარჯვოს, დიახ, მას კლუბის ცვლილება სჭირდება", - განაცხადა ზლატანმა.
რა თქმა უნდა, შვედის ამ განცხადების შემდეგ მან ტოტენჰემის ფანების რისხვა დაიმსახურა. "მამლების" გულშემატკივრები ზლატანის განცხადებას სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოეხმაურნენ. სასაცილოა, რომ ზლატანმა პრემიერლიგა, თავის ბოლო სეზონში, ცხრილში ჰარი კეინზე ქვევით დაასრულა. იბრა ძალიან კარგ ფეხბურთელად დაგვამახსოვრდება, თუმცა მედია ხშირად უსვამს იმ საკითხს, რომ მას ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია, მიუხედავად იმისა, რომ ზლატან ძალიან ელიტარულ ჩემპიონატებს იპყრობდა. ჰარი კეინს მასზე დიდი მომავალი აქვს. გასაკვირი არაა ასეთი ხედვა დაქირავებული ჯარისკაცისგან. ფაქტია, რომ ზლატანს შესაძლოა ბევრი რამ აქვს მოგებული, თუმცა ხალხი მას როგორც ეგოისტს ისე დაიმახსოვრებს და იმით რომ ის საკუთარ თავს გუნდზე მაღლა აკეთებდა. თუ ის დარჩება, მას შეუძლია "ტოტენჰემი" დიდ კლუბად აქციოს. არ იქნება ეს ღირსეული მიღწევა? ამბობს ადამიანი ნული ერთგულებით.  

სხვა სტატიები