Belive

ზლატანმა რეკორდი დაამყარა - იბრამ საქართველოსთან შეხვედრაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოსთან გამარჯვების (1:0) შემდეგ, შვედეთის ნაკრების ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მორიგი რეკორდის მფლობელი გახდა. საქმე ისაა, რომ იბრა ნაკრებში 1700-დღიანი, ანუ თითქმის 5-წლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ საქართველოსთან შეხვედრაში დაბრუნდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უხუცესი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისური მოირგო. "მილანის" 39 წლის ფორვარდმა ვეტერანი მეკარის, თომას რაველის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც ნაკრებში 38 წლისა და 59 დღის ასაკში ითამაშა. "გიოტებორგის" და "ოსტერსის" ყოფილი ამჟამად 61 წლისაა. შვედეთის ნაკრებმა საქართველოს დამარცხება 35-ე წუთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესანიშნავი მოქმედებისა და პასის შემდეგ, ვიქტორ კლაესონის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოახერხა. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები