Belive

ზლატკო დალიჩი: "უკეთესი იქნებოდა ბრაზილიასთან ფინალში გვეთამაშა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალი გადამწყვეტ ფაზაში შედის. 9 დეკემბრიდან მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალური მატჩები აიღებს სტარტს.

1/4-ფინალურ მატჩებს ხორვატია - ბრაზილიის მატჩი გახსნის, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ზლატკო დალიჩმა, ბრაზილიის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ბრაზილია საუკეთესო, უსწრაფესი და ყველაზე ენერგიული გუნდია ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ბევრად მეტი მრავალფეროვნებით, ვიდრე სხვა ნაკრებები. ისინი ყველა მხრიდან გიქმნიან საფრთხეს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყველა სივრცეს იყენებენ. თუ თამაშს ძალიან გავშლით, პრობლემები შეგვექმნება, ასე რომ გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ".

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალისთვის ბრაზილია სასურველი მეტოქე ნამდვილად არ იყო და უკეთესი იქნებოდა, თუ მათ ფინალში შეხვდებოდნენ.

"არ ვიცი რა უნდა იყოს იმაზე დიდი მოტივაცია, როდესაც ბრაზილია მეოთხედფინალში გეთამაშება. ბიჭები ბავშვობაში ბრაზილიის ნაკრებთან თამაშზე ოცნებობდნენ და ეს რეალობაც იქცა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ ისე, როგორც ჩვენ გვჩვევია. ​​ხორვატიამ უკვე დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ჩვენ მეტი გვსურს. უკეთესი იქნებოდა, ბრაზილია ფინალში შეგვხვედროდა".

სხვა სტატიები