Belive

ზურაბ ხიზანიშვილი: "მაკედონიასთან მატჩი იქნება ჭადრაკის თამაში, უკეთესი სტრატეგიის მქონე გუნდი მოიგებს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და ამჟამად U21 ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" სტუმრობისას, 12 ნოემბერს გასამართი ისტორიული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ბუნებრივია, ფეხბურთელები გუნდებში ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოემზადებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მატჩი იქნება ჭადრაკის თამაში. მოიგებს ის გუნდი, რომლის მწვრთნელიც და სამწვრთნელო სტაფიც უკეთეს სათამაშო სტრატეგიას შეიმუშავებს, ვინც უკეთეს შეცვლებს განახორციელებს. დიახ, ვაისი ფრთხილი მწვრთნელია, მაგრამ ასეთი თამაშების დროს სიფრთხილე ჩემთვის მისაღებია.  გასაგებია, რომ ყველაფერი იმ დროისთვის არსებულ ეპიდმდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩემი აზრით, ხალხი მაინც შეიკრიბება და აჯობებს, სტადიონზე დისტანციის დაცვით შეუშვან", - თქვა ინგლისის პრემიერლიგის ვეტერანმა მცველმა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თავის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე”, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები