Belive

ზურიკო დავითაშვილი: "ამ პერიოდში გამარჯვება განსაკუთრებით გვჭირდებოდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში - 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, გამარჯვების გოლის ავტორმა, ზურიკო დავითაშვილმა მატჩი შეაფასა და პირველი ემოციები გამოხატა.
"გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ", - ციტირებს 20 წლის ფეხბურთელის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ანგარიში შეხვედრის წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა

სხვა სტატიები