Belive

ზურიკო დავითაშვილი კარიერას ტულას არსენალში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილი კარიერას ტულას "არსენალში" გააგრძელებს. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბს სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდა. როგორც ცნობილია, ყაზანელებსა და ზურიკოს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. დავითაშვილმა, რომელმაც "რუბინში" კონკურენციას ვერ გაუძლო, გასული სეზონი იჯარით "როტორში" გაატარა. ვოლგოგრადელთა რიგებში ახალგაზრდა ვინგერმა 22 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლით თავი არ გამოუჩენია. ტულას "არსენალმა" რუსეთის პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა.

წყარო 

სხვა სტატიები