Belive

ზუსტად 10 წლის წინ: მარიო ბალოტელის დიდებული სანახაობა გერმანიის წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 28 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის გამორჩეული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც იტალიის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ გუნდს 2:0 სძლია. ამ შეხვედრის მთავარი გმირი მარიო ბალოტელი გახლდათ. ბოლო ათწლეულში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელმაც ბავშვობის ტრავმების, სხვადასხვა პრობლემებისა და ცხოვრების არც ისე პროფესიონალური წესის გამო, იმ თამაშის სრულფასოვნად ჩვენება ვერ მოახერხა, რომელსაც  მისი გულშემატკივრები ელოდნენ. ბალოტელის გაფლანგული ნიჭი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მან საკუთარი შესაძლებლობების ნახევარი დაგვიმალა და უბადლო ბუნებრივი პოტენციალი ქარს გაატანა, თუმცა ეს მატჩი, დუბლი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონის კარში და არაერთი სანახაობრივი მომენტი ფეხბურთის გულშემატკივრის მეხსიერებაში მისი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სანახაობად ყოველთვის დარჩება.

სხვა სტატიები