Belive

ზუსტად 20 წლის წინ ფრანჩესკო ტოტი რომას კაპიტანი გახდა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი 1998 წლის 1 ნოემბერს, 22 წლის ასაკში "რომას" კაპიტანი გახდა.  ტოტი რომაული კლუბის შემადგენლობაში 25 წლის განმავლობაში თამაშობდა და აქედან 19 წელი გუნდს კაპიტნობდა. ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" შემადგენლობაში ერთხელ "სერია ა" მოიგო, ორჯერ გახდა იტალიის თასის გამარჯვებული და ორჯერ მოიგო იტალიის სუპერ თასი. იტალიის "სერია ა"-ში ტოტიმ 619 თამაში ჩაატარა და 250 ბურთი გაიტანა. შემოგთავაზებთ ტოტის შესახებ 5 ფაქტს:
  • ტოტის კარიერა "რომა"-ში არ დაწყებულა. ის თამაშობდა ლოჯიჯანის გუნდში. თუმცა, პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ რომაულ კლუბში აქვს ნათამაშები.
  • 2004 წლის 21 მარტს "ლაციო"-სთან დერბის დროს ტრიბუნებზე არეულობა მოხდა. გულშემატკივრებმა ფრანჩესკოს უთხრეს, რომ პოლიციელები მათ თავს დაესხნენ და ტოტის სთხოვეს, გუნდი მოედნიდან გაეყვანა, რაც კაპიტანმა შეასრულა.
  • 1996 წელს ტოტი "რომას" დატოვებასთან ახლოს იყო. მას "აიაქს"-ში, იარი ლიტმანენში ცვლიდნენ.
  • ტოტის ყველაზე მეტი გოლი "პარმა"-სთვის აქვს გატანილი. ამ მხრივ მისი "საყვარელი" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია.
  • 2017 წელს ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს.

სხვა სტატიები