Belive

ზუსტად 20 წლის წინ, ზინედინ ზიდანმა ოქროს ბურთი მოიგო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
1998 წლის 21 დეკემბერს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.  ზინედინ ზიდანი "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. იმ სეზონში "ზიზუმ" მსოფლიო ჩემპიონატის თასი აღმართა. მისი წვლილი საფრანგეთის ნაკრების გაჩემპიონებაში უდავოდ გამორჩეული იყო. მან ფინალში დუბლი გაიფორმა. ზინედინ ზიდანი ტურინელთა შემადგენლობაში 1996-2001 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში 209 თამაშის ჩატარება მოასწრო და 31 ბურთი გაიტანა. "იუვენტუსიდან" ზიდანი "რეალში" გადავიდა, სადაც 225 მატჩში 49-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ზიდანი მოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

სხვა სტატიები