Belive

ზუსტად 31 წლის წინ: საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი მატჩი გამართა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 31 წლის წინ, 1990 წლის 27 მაისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. 1990 წლის 15 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელმა ყრილობამ საბჭოთა კავშირის ფედერაციიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლად არსებობის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ეტაპობრივად, ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესების პარალელურად, დამოუკიდებლის სტატუსით პირველი მატჩის ჩატარებაც შეძლო. ეს 27 მაისს მოხდა, როცა სფფ-ს თხოვნას ამხანაგურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყანა, ლიეტუვა გამოეხმაურა. მატჩი "დინამო-არენაზე" შედა და ფრედ - 2:2 დასრულდა. "ჯვაროსნების" მხრიდან გატანილი გოლების ავტორები გია გურული (62) და კახი კაჭარავა (81) გახდნენ. საქართველო: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი (კ), კახი ცხადაძე (71. კახი კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46. როსტომ თორღაშვილი), ოთარ კორღალიძე (მელორ ბიგვავა 46), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46. გოჩა გოგრიჭიანი) მწვრთნელი: გივი ნოდია. გოლები: 0:1 არმინას ნარბეკოვასი (12), 1:1 გია გურული (62, პენ), 1:2 ვირგინიუს ბალტუშნიკასი (66), 2:2 კახი კაჭარავა (81). წყარო: 1TV.GE

სხვა სტატიები