Belive

ზუსტად 4 წლის წინ: საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება მადრიდში (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Ზუსტად 4 წლის წინ, 2016 წლის 7 ივნისს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა. Ჯვაროსნებმა, რომელთაც ზედიზედ ორი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მოიგეს. თანაც სად და ვისთან: მადრიდში, "ხეტაფეს" სტადიონზე, ევროპის მოქმედ ჩემპიონ და სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციის ნაკრებთან. Ფლანგიდან ვაკო ყაზაიშვილისა და ჯაბა ჯიღაურის გარღვევების შემდეგ, მატჩის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ესპანეთს თორნიკე ოქრიაშვილმა გაუტანა. Საქართველო: რევიშვილი (კვასხვაძე, 55), ამისულაშვილი, ნავალოვსკი (კობახიძე, 84), კაშია, ლობჟანიძე, კვირკველია, ყაზაიშვილი (ქვილითაია, 72) აბურჯანია (ცისკარიძე, 78) ოქრიაშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი (ჭანტურია, 72). მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი). Ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (ბელერინი, 46), პიკე, რამოსი (სან ხოსე, 46), ალბა, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა (კოკე, 46), ფაბრეგასი (ინიესტა, 46), ვასკესი (დავიდ სილვა, 61), ადურისი, ნოლიტო. მთავარი მწვრთნელი: ვისენტე დეკ ბოსკე (ესპანეთი). გოლი: 0:1 თორნიკე ოქრიაშვილი (40).

სხვა სტატიები