ზუსტად ამ დღეს 26 წლის წინ ანდრეს ესკობარი მოკლეს

კოლუმბიის ნაკრების მცველის – ანდრეს ესკობარის საზარელი მკვლელობიდან 26 წელი გავიდა.

1994 წლის 22 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, აშშ კოლუმბიას დაუპირისპირდა. მატჩი აშშ-ს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. კოლუმბიის კარში გასული ერთი გოლის ავტორი ანდრეს ესკობარი გახდა, რომელმაც 35-ე წუთზე ავტოგოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქვეჯგუფის უკანასკნელ შეხვედრაში კოლუმბიამ შვეიცარია დაამარცხა (2:0) თუმცა ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა დააგროვა და ცხრილის ფსკერზე დაიკავა ადგილი.

1994 წლის 2 ივლისს მომხდარმა მკვლელობამ სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. მედელინში, კოლუმბიის ნაკრების მცველი ანდრეს ესკობარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ესკობარს სამი მამაკაცი დაესხა თავს – მიზეზი კი მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის კარში გატანილი ავტოგოლი გახდა. ანდრეს ესკობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლეს, რის შემდეგაც მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – ანდრეს ესკობარი საავადმყოფოში მიყვანიდან 45 წუთის შემდეგ გარდაიცვალა.

ზუსტად ამ დღეს 26 წლის წინ ანდრეს ესკობარი მოკლეს 1

(1972)

ზუსტად ამ დღეს 26 წლის წინ ანდრეს ესკობარი მოკლეს

სტატიის ავტორი
-