Belive

ზვიად კუპატაძე: "აზერბაიჯანთან განსხვავებული თამაში გველის"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ჩვენი გუნდის მეკარემ და კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ კომენტარი გააკეთა.
"მეტოქე ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ხშირად იყენებენ მეკარის ჩართვას. აზერბაიჯანთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. სხვა მონახაზი და სულ სხვა სურათი იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებას, რადგან ფუტსალში ამას დიდი უპირატესობა მოაქვს. ასე რომ, ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ. ვიცით, 5/4-ზე როგორ უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად ვიბრძოლებთ და მოგებისთვის ვითამაშებთ. შანსები 50/50-ზეა და ყველაფერს სათამაშო ნიუანსები გადაწყვეტს. ვიცით, რა თამაშს შემოგვთავაზებს მეტოქე. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველით. მთავარია, რომ მწვრთნელის მონახაზი შევასრულოთ და მატჩი ჩვენთვის კარგი შედეგით დასრულდება", თქვა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოსა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებების დაპირისპირება 26 იანვარს, ნიდერლანდების ქალაქ გრონინგემში გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები