10 ტურის შემდეგ შენგელია ევროლიგის ვარსკვლავების სათავეშია

თორნიკე შენგელია კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. “ბასკონიას” კაპიტანი საკუთარ გუნდს როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე, ევროლიგაში ლიდერობს.

ევროლიგის ოფიციალური გვერდის პოსტი ამის დასტურია. 10 ტურის შემდეგ, თორნიკე მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით ტურნირზე საუკეთესოა – 22.8.

10 ტურის შემდეგ შენგელია ევროლიგის ვარსკვლავების სათავეშია 1

შენგელია ტურნირის ისეთ ვარსკვლავებს უსწრებს, როგორებიც არიან: ნანდო დე კოლო, ნიკ კალატესი და ნიკოლა მიროტიჩი.

თორნიკე შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 19.2 ქულას, 6.5 მოხსნასა და 2.3 შედეგიან გადაცემას აკეთებს.

 

10 ტურის შემდეგ შენგელია ევროლიგის ვარსკვლავების სათავეშია

სტატიის ავტორი
-