Belive

გოგა ბითაძის 10 ქულა, 7 მოხსნა შარლოტთან მატჩში (ვიდეო)

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძის ,,ინდიანამ'' ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო - ,,პეისერსმა'' დღეს ,,შარლოტ ჰორნეთსს'' უმასპინძლა და 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 97-114 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა არასრულ 11 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ,,პეისერსს” 16 ქულით, 5 ასისტით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭრით კარის ლევერტმა ულიდერა. ,,შარლოტის'' შემადგენლობაში კი საუკეთესო მაილს ბრიჯესი იყო, რომელმაც 31 წუთში 23 ქულას, 10 მოხსნას, 2 ჩაჭრას, 1 პასსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგას ,,ინდიანა” 21 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა, ,,შარლოტი” კი 25 მოგებითა და 23 წაგებით მეოთხეა. მიმდინარე სეზონში ბითაძე საშუალოდ 9.6 წუთს თამაშობს და 4.3 ქულას, 2.4 მოხსნასა და 1 დაფარებას აგროვებს.

მატჩის მიმოხილვა


სხვა სტატიები