Belive

სკარიოლო: ,,რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელია ძალიან რთული მეტოქე იქნება''

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ორშაბათს, 29 ნოემბერს, 23:30 საათზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩს ესპანეთთან სტუმრად გამართავს. მომავალ შეხვედრაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა და კალათბურთელებმა ისაუბრეს:
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერჯიო სკარიოლო ევროლიგის კალათბურთელების გარეშე თამაშსა და თორნიკე შენგელიაზე: ,,ეს ძალიან სპეციფიკური თემაა. ამა თუ იმ გადაწყვეტილებას გუნდები და მოთამაშეები თავად იღებენ, ინდივიდუალური საკითხია... თუ ნაკრებში ევროლოგის კალათბურთელებიც ითამაშებენ, მათი ხილვით ბედნიერი ვიქნები, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელია ძალიან რთული მეტოქე იქნება, მან და ,,ცსკა-მ'' ხელშეკრულების საფუძველზე ასე გადაწყვიტეს. ორშაბათს თამაში ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს.'' ,,ემოციები საკმაოდ კარგია, სკოპიეში გამარჯვება ძალიან კომფორტული იყო, ჩვენ მატჩის სტარტიდანვე ვდომინირებდით და დასახული გეგმა შევასრულეთ. ბედნიერები ვართ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი მატჩი გველის  საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც რთული მეტოქეა. მათ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. შენგელია, შერმადინი, მაკფადენი და ბურჯანაძე გამორჩეულები არიან, მაგრამ თუ ჩვენს გეგმას მივყვებით, საყურებლადაც მშვენიერი მატჩი გამოვა და სათამაშოდაც,'' - ჟოელ პარა - ესპანეთის ნაკრების ფორვარდი. ,,ორშაბათს ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომლის მიმართაც სერიოზულად უნდა განვეწყოთ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ძალიან კარგი კალათბურთელები არიან,'' - ხაიმე პრადილა - ესპანეთის ნაკრების ფორვარდი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა შინ უკრაინასთან იმარჯვა (88:83), ესპანეთმა კი სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგო (94:65).

სხვა სტატიები