Belive

კარი: ,,კარგია რომ შობას ვთამაშობთ, თუმცა მე საშობაო მატჩებში თამაში არ მიყვარს''

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' გამთამაშებელმა, სტეფ კარიმ, განაცხადა, რომ საშობაო მატჩებში თამაში არ მოსწონს:
,,კარგია, რომ შობას ვთამაშობთ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ვართ. თუმცა, პირადად მე საშობაო მატჩებში თამაში არ მიყვარს, რადგან ცუდად ვასპარეზობ. რაღაც მიზეზის გამო, შობას თამაში არ მიმდის, ამიტომ ამის გამოსწორებას ფინიქსთან ვეცდები,'' - კარის სიტყვებს San Francisco Chronicle ციტირებს.
კარი საშობაო შეხვედრებში საშუალოდ 13,1 ქულას აგროვებს და მატჩიდან 30%-ით ისვრის (20% სამქულიანები). დღეს ტრადიციულად ხუთი საშობაო მატჩი გაიმართება:
  • ნიუ იორკი - ატლანტა
  • მილუოკი - ბოსტონი
  • ფინიქსი - გოლდენ სტეიტი
  • ლეიკერსი - ბრუკლინი
  • იუტა - დალასი

სხვა სტატიები