Belive

ტენერიფემ სან პაბლო ბურგოსთან იმარჯვა - შერმადინი MVP გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის მე-17 ტურში ,,ტენერიფემ” ,,სან პაბლო ბურგოსი” სტუმრად 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:73 დაამარცხა. შედეგად, ჩემპიონატში ვიდორეტას გუნდის 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტენერიფეს” ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 27 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 8-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ,,ტენერიფე” 9 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, 30 იანვარს, ,,ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი შერმადინი სან პაბლო ბურგოსის წინააღმდეგ:

სხვა სტატიები