საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მოსკოვის ,,ცსკა-ში'' თამაშზე უარი თქვა და რუსული გუნდი დატოვა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გუშინ ქართველმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!''
შენგელია ,,ცსკა-ში'' 2020 წელს ,,ბასკონიადან'' გადავიდა. ევროლიგის მიმდინარე სეზონში ფორვარდი საშუალოდ 12.7 ქულას, 4,7 მოხსნასა და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებს.