Belive

თორნიკე შენგელიას ცსკა-დან წამოსვლა მოსკოვურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, გადაწყვეტილება ,,ცსკა-ს'' დატოვების შესახებ, მოსკოვურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. რუსული კლუბის ვებგვერდის ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო ცსკა-ს გაწეული სამუშაოსთვისა და ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ანდრეი ვატუტინსა (ცსკას პრეზიდენტი) და ნატალია ფურაევას. გარდა ამისა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიმიტრი იტუდისს, სამწვრთნელო შტაბსა და მთელ გუნდს. რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, ვამაყობ, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში მათთან ერთად ვთამაშობდი. სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევნის გაკეთება გვიწევს და მეც ასე მოვიქეცი. ახლა კონცენტრირებული ვარ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. მადლობა ყველას,'' - შენგელიას სიტყვებს ცსკა-ს ვებგვერდი ციტირებს.
basketnews-ის ცნობით, შენგელია კონტრაქტს ბოლონიის ,,ვირტუსთან'' მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს და ევროლიგაზე გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. თორნიკეს გადაბირებით, ასევე, ,,ვალენსია” და ,,ბასკონიაც” ინტერესდებიან. ქართველი კალათბურთელი ,,ცსკა-დან”, სადაც 2020 წლიდან თამაშობდა, 26 თებერვალს წამოვიდა. მანამდე ფორვარდმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”

სხვა სტატიები