Belive

ტენერიფემ უნიკახას მოუგო - შერმადინი მატჩის MVP გახდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის 29-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,უნიკახასთან” სტუმრად 33-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 97:64 იმარჯვა. მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 11-დან 9 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ,,ტენერიფე” 19 მოგებითა და 10 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 24 აპრილს, ,,ბარსელონას'' წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები