Belive

შერმადინის 14 ქულა - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ტენერიფემ'' ,,ჰაპოელ ჰოლონს'' 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 78:71 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა. ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელმაც 22 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ტენერიფეს'' 17 ქულით, 9 ასისტით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით მარსელინიო უერტასმა ულიდერა. ფინალში ,,ტენერიფეს'' მეტოქე დღეს ,,რიზენ ლიუდვიგსბურგისა'' და ,,მანრესას'' დაპირისპირებაში გაირკვევა. ფინალური მატჩი 8 მაისსაა ჩანიშნული.


სხვა სტატიები