Belive

18 ქულა და 7 მოხსნა - შერმადინი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოთა შორის დაწინაურდა!

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, "ტენერიფესა" და "ბნეი ჰერცლიას" დაპირისპირება შედგა. სან კრისტობალში გამართული მატჩი, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 83:63 დასრულდა.

"ტენერიფეს" გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო. ესპანური საკალათბურთო კლუბის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 20:11 წუთში, 18 ქულისა და 7 მოხსნის დაგროვება შეძლო. აღნიშნული მაჩვენებლით, შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა - მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა, რითიც ასევე ყველასგან გამორჩეული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ "ბნეი ჰერცლიას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაგროვებული 18 ქულის შემდეგ, გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის დაწინაურდა და მე-2 პოზიციაზე აღზევდა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, შერმადინის პირად აქტივში 746 ქულა დაგროვდა, რითიც მხოლოდ ვოიტეჰ ჰრუბანს (996) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ოთხ ტურში 3 მოგება მოაგროვა და H-ჯგუფში პირველ ადგიადგილს იკავებს. შერმადინი და კომპანია მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს, ბერძნული "პერისტერის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები