Belive

2-თვიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პირველი მატჩი ჩაატარა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-6 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ლიონს'' უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79-84 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 6 ქულით (21:15) მოიგეს.

გუშინდელ შეხვედრაში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, პარკეტს დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვირტუსის'' ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელმაც აგვისტოში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ევრობასკეტი გამოტოვა. თოკომ ,,ლიონთან'' მატჩში 17 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მასპინძელთა შემადგენლობაში 12 ქულით, 6 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ისმაელ ბაკო გამოირჩა.

,,ლიონს'' 16 ქულით, 4 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით, დავიდ ლაითიმ ულიდერა.

2 მოგებითა და 4 მარცხით ,,ვირტუსი'' სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზეა, ,,ვილერბანი'' კი 3 გამარჯვებითა და 3 წაგებით მე-13 ადგილს იკავებს.

შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, იტალიის ჩემპიონატში, ,,რეჯანას'' წინააღმდეგ გამართავს.


სხვა სტატიები